1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის, ასევე ბინადრობის (თუ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე) დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ცნობა მისი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე იმ ფიზიკურ პირთა სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც სანებართვო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ასევე, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სანებართვო საქმიანობას, სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) პიროტექნიკური ნაწარმის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის, სახელწოდების, რაოდენობის, შესაბამისი კატეგორიისა და მწარმოებელი ქვეყნის მითითებით;
ე) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება/განზრახულობათა ოქმი ან ასლი;
ვ) მწარმოებლის მიერ გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის წარმოშობის დეკლარაცია და შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ გაცემული სახით, ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით;
ზ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციას ახორციელებს საბაჟო ტერიტორიიდან;
თ) სანებართვო მოსაკრებლის და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
4. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი პიროტექნიკური ნაწარმის დასაწყობებას/შენახვას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს პიროტექნიკური ნაწარმის შენახვა/დასაწყობება ან/და მისი რეალიზაცია;
ბ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) აკრედიტებული ინსპექტირების ან სახელმწიფო საექსპერტო ორგანოს მიერ გაცემული, შენობა-ნაგებობის ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;
დ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს რეალიზაციის ლიცენზიასთან ერთად.
6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა/ლიცენზია, სააგენტო არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის/ლიცენზიის გაცემისას.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში.
8. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია, თუ ეს პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებ