1. სააგენტო არ გასცემს ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება;

გ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი:

გ.ა) ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის მიღებას;

გ.ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;

გ.გ) იყო მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე−139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 149-ე−1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;

გ.დ) მას ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1562-1564 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;

დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს (ფიზიკური პირის შემთხვევაში) არ შესრულებია 18 წელი;

ე) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ არ იქნა გაცემული შესაბამისი თანხმობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, სააგენტოს მიმართვისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი არაუგვიანეს 5 დღისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებებიდან გამოთხოვას უზრუნველყოფს სააგენტო.

4. სააგენტოს გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშ