1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. სააგენტოს მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. სააგენტო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.

5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადი