1. ლიცენზია გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ წესისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად.
2. ლიცენზია გაიცემა 20 დღის ვადაში, ხოლო დაჩქარებული წესით − 10 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება. ამ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე ლიცენზიის მაძიებლისათვის განსაზღვრული ვადა, ასევე, სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის საჭირო ვადა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადები შეიძლება გაგრძელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.
4. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობ