1. „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლისა და ლიცენზიის/ნებართვის გამცემისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს.

2. ამ წესით განსაზღვრული სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდგომ.

3. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას, თუ პიროტექნიკური ნაწარმის მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო ან პიროტექნიკური ნაწარმი განკუთვნილია სახელმწიფო ორგანოსთვის მისაწოდებლად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

ბ) საზღვაო დანიშნულების პიროტექნიკურ პროდუქციაზე/ნაწარმზე;

გ) კაფსულებზე, რომლებიც დარტყმის შედეგად მოდის მოქმედებაში, სათამაშოებში გამოსაყენებლად;

დ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პროდუქციაზე;

ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასიგნალო იარაღზე ან/და მოწყობილობაზე;

ვ) სატრანსპორტო საშუალებებში უსაფრთხოების მოწყობილობების კომპონენტებზე, რომლებიც შეიცავს პიროტექნიკურ ნაწარმს და გამოიყენება ამ მოწყობილობების ან სხვა მექანიზმების გასააქტიურებლად;

ზ) სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების სამართავად, აქტიური გამოყენების მიზნით.

5. ამ წესის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანები