1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის/ნებართვის, მისი დუბლიკატის გაცემას, მასში ცვლილების შეტანას, შეჩერებას ან გაუქმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

2. სააგენტო ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ტექნიკური რეგლამენტი – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით.

3. სააგენტომ ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის/მფლობელის შესახებ მიღებული ინფორმაცია უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ წესის მიზნებისათვი