1. სალიცენზიო მოწმობის ფორმა, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) სააგენტოს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
3. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს სალიცენზიო რეესტრში.
4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედან