1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიმართოს კომისიას სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.

2. კომისიამ უნდა გასცეს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი და მოთხოვნის მიღებიდან ორი დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია უნდა შეიტანოს ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში.

3. ამ მუხლის შესაბამისად გაცემულ სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს გააჩნია დედნის თანაბარი იურიდიული ძალა.

4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებელი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი