1. კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მონაცემები ლიცენზიატის შესახებ: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;
ბ) მონაცემები ლიცენზიატის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ) ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად გაცემული ლიცენზიების სახეები და მათი მონაცემები, ლიცენზიის გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღისა და ნომრის ჩათვლით;
დ) გაცემული სალიცენზიო მოწმობების ჩამონათვალი, მათი სერიისა და ნომრების ჩათვლით;
ე) ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაცია.
2. ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში კომისიამ თავის ვებგვერდზე და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. კომისიამ თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ლიცენზიატთა სია ანბანური თანმიმდევრობით სექტორების შესაბამისად, ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცი