1. კომისია უფლებამოსილია, შეიტანოს ლიცენზიაში ცვლილება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სალიცენზიო პირობების შესაბამისად. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ :

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

2. კომისიას უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს ლიცენზიაში თავდაპირველად აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი, მოთხოვნების შესრულება