თითოეულმა ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელზეც ამ წესების ამოქმედებამდე გაიცა ენერგეტიკული ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზია, საქმიანობა უნდა განახორციელოს გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით კომისიის მიერ ახალი ლიცენზიის გაცემამდე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ლიცენზიის გაუქმებამდე.

დანართი 1.1

ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. სალიცენზიო საქმიანობა

ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და უფლებას აძლევს მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი), საქართველოს კანონმდებლობისა და ამ სალიცენზიო პირობების დაცვით განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით;

ბ) დადოს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით;

გ) იყოს ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების მონაწილე;

დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემასთან "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონით, ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, ჰქონდეს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში შეტანილი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის მოწყობილობები/სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გენერატორების მიერ გამომუშავებული (მათ შორის, რეაქტიული), ელექტროსადგურისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებისთვის (ცალ-ცალკე) მოხმარებული ელექტროენერგიის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე გაცემული (მათ შორის, რეაქტიული) და მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვას;

ბ) შეასრულოს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული საოპერაციო ინსტრუქციები, მათ შორის, დისპეტჩერიზაციასთან, ელექტროენერგიის დაბალანსებასთან, სისტემაში ავარიულ მდგომარეობასა და დამხმარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მითითებები;

გ) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნები ;

დ) დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; აგრეთვე, კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესასრულებლად, განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

ე) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილ პირებს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;

ზ) დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; აგრეთვე, კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესასრულებლად, განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

თ) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ი) მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ პირებს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;

კ) უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება რეზერვის მიზნებისთვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, აგრეთვე ელექტროენერგიის ნაკადების ტრანსპორტირებისთვის, ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის;

ლ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი წესებითა და პირობებით გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციები ელექტროენერგიის

წარმოების ობიექტის დანადგარებისა და აღჭურვილობის შეცვლის შესახებ;

მ) საოპერაციო და სისტემის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე და შესაბამისი ქსელის განვითარების გეგმის შესაბამისად, მოუაროს და გააუმჯობესოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ის დანადგარები და აღჭურვილობა, რომლებიც აგრეთვე გამოიყენება ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის;

ნ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

პ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ჟ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

რ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულება;

ს) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი;

ტ) აღრიცხვის სისტემის პერიოდული ინსპექტირების მიზნით დაუბრკოლებლივ დაუშვას გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები აღრიცხვის მოწყობილობებთან და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შესრულება;

უ) მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ინფორმაცია მისი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;

ფ) ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესებითა და პერიოდულობით წარუდგინოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ელექტროენერგიის წარმოების გეგმები, მიწოდების საათობრივი გრაფიკები და საჭიროებისას – შესაბამისი კორექტირებები;

ქ) უზრუნველყოს წარმოების საათობრივი გრაფიკების, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების დატვირთვების განსაზღვრა;

ღ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ლიცენზირების წესებით, ქსელის წესებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სალიცენზიო პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში,ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

დ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ე) ჰქონდეს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

თ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ი) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

კ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულება;

ლ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატმა, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას, უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების დაცვით;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების მიწოდება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის;

გ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოთხოვნების შესრულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქსელის წესების შესაბამისად;

დ) სხვა მომსახურებები, რომელთა გაწევის ვალდებულება აქვს ლიცენზიატს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ლიცენზიატმა ნებისმიერი მომსახურება უნდა გასწიოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

3. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს თავისუფალი ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპების დაცვით, გარდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ლიცენზიატი შესაბამის მომსახურებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

6. ანგარიშების განცალკევება

ლიცენზიატი ვალდებულია, ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, სხვა საქმიანობისთვის, იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

7. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია, სალიცენზიო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმა, ელექტროენერგიის წარმოების საშუალების სიმძლავრე ან გადამცემ ქსელთან მიერთების სქემა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი 1.2

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. სალიცენზიო საქმიანობა

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის ლიცენზია (შემდგომში „ლიცენზია“) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს უფლებას, განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის და შეასრულოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფა (შემდგომში – სალიცენზიო საქმიანობა) კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) სალიცენზიო საქმიანობის არეალში განახორციელოს გადაცემის საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

ბ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების შესაბამისად, გადამცემი სისტემის მოსარგებლეებისგან, რომელთა მოწყობილობები მიერთებულია გადამცემ ქსელთან, მოითხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, გადამცემ ქსელთან მიერთების, გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების ან/და გადაცემის მომსახურებაზე;

დ) მონაწილეობა მიიღოს ერთ ან ერთზე მეტ ინტეგრირებულ ენერგეტიკულ სისტემაში ერთ ან ერთზე მეტ რეგიონში, რომელიც ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების ორ ან ორზე მეტ ხელშემკვრელ მხარეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სიმძლავრის განაწილებისა და გადამცემი ქსელების უსაფრთხოების შემოწმების მიზნით;

ე) შეთანხმების შემთხვევაში, მეზობელი ენერგეტიკული სისტემების ოპერატორებთან გააფორმოს ენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება;

ვ) შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის), აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იყიდოს ან /და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით;

ზ) დადოს მომსახურების ხელშეკრულებები სისტემით მოსარგებლეებთან და, შესაბამის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებთან გადაცემის ან სხვა მომსახურებების გაწევაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური წესების და სტანდარტების შესაბამისად;

თ) განახორციელოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობა, ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, რათა დაცულ იქნეს კონკურენტული ბაზრის პრინციპები და უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის გრძელვადიანი უნარი, თავისი მომსახურების არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემაზე არსებული მოთხოვნა და გადამცემი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება ეკონომიკური პირობების შესაბამისად, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

გ) საკუთრებაში ჰქონდეს ან ფლობდეს გადამცემ ქსელს იმგვარი სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს უფლებას, მართოს და ოპერირება გაუწიოს ქსელის აქტივებს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

დ) საკუთრებაში ჰქონდეს ან ფლობდეს ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, მესამე პირისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის გზით;

ე) გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, მესამე პირისაგან საექსპერტო გამოცდილების გაზიარების ან შესაბამისი მომსახურებების შესყიდვის გზით;

ვ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა;

ზ) განახორციელოს ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადაცემა და მასთან დაკავშირებული უწყვეტი და საიმედო მომსახურებები;

თ) შეიმუშაოს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ გამოაქვეყნოს გადამცემ ქსელთან მიერთებისა და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები;

ი) სიმძლავრეებზე არსებული ყველა ეკონომიკურად გონივრული და ტექნიკურად განხორციელებადი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით უზრუნველყოს საკმარისი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების (ურთიერთდამაკავშირებლები) მშენებლობას ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემ სისტემებთან, ხოლო სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე სხვა მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ინტეგრირების მიზნით;

კ) შეიმუშაოს გადამცემი სისტემის განვითარების ყოველწლიური გეგმა არანაკლებ ათწლიანი პერიოდისთვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სხვა სისტემების ოპერატორების სათანადოდ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად;

ლ) შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

მ) განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები და დაიცვას გამჭვირვალე და ეფექტიანი წესები და პირობები გადამცემ სისტემასთან მესამე პირების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებისთვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე, 58-ე, 65-ე და 66-ე მუხლების, აგრეთვე, ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

ნ) განახორციელოს გადამცემ ქსელთან გამანაწილებელი სისტემებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის, მსხვილი მომხმარებლების, არადისკრიმინაციული და ყველაზე ოპტიმალური მიერთების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები, წესები და პირობები, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე და 67-ე მუხლების, აგრეთვე, ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

ო) შეასრულოს დისპეტჩერის ფუნქციები, რაც გულისხმობს გადამცემ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების საოპერაციო სიმძლავრეების, წარმოების ასეთი ობიექტების მიერ გამომუშავებული და გადამცემ სისტემაში მიწოდებული ენერგიის ნაკადების ან/და გადამცემ სისტემაში არსებული ენერგიის სრული ნაკადების მართვას, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ტრანსსასაზღვრო გადადინების მიზნით ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების ჩათვლით;

პ) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის დაბალანსება და მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ჟ) უზრუნველყოს დამხმარე მომსახურების შესყიდვა და სასისტემო მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

რ) შეასრულოს სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის ფუნქციები და მასთან დაკავშირებული წესები და პირობები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე, 63-ე და 70-ე მუხლებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად, გადამცემ ქსელში არსებული სიმძლავრეების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების, ეფექტიანი გამოყენებისთვის;

ს) მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გადამცემი სისტემისა და მასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობების გამოსაყენებლად;

ტ) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და გარემოს დაცვის მიზნით;

უ) გამოიყენოს ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის უახლესი მეთოდები გადამცემი სისტემის, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების მოვლა-შენახვასა და განვითარებასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტების დაცვით;

ფ) დაადგინოს ქსელის უსაფრთხოების მინიმალური შიდა საოპერაციო წესები და ვალდებულებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქსელის წესების შესაბამისად;

ქ) ხელი შეუწყოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასა და ლიბერალიზაციას;

ღ) ითანამშრომლოს სხვა სისტემების ოპერატორებსა და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მათთან საოპერაციო შეთანხმებებს და ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების შექმნის მიზნით;

ყ) შეასრულოს კომისიის მოთხოვნები მიწოდების უსაფრთხოების, გადამცემ ქსელში დანაკარგების შემცირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადამცემი სისტემის სათანადო ოპერირებისა და მართვის უზრუნველსაყოფად;

შ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტების სხვა მოთხოვნები.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან სალიცენზიო არეალის გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. სხვა საფუძვლით მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია გადამცემი ქსელით მოსარგებლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.

5. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ზომები ენერგეტიკულ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში, ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს გადაცემის საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დაკავშირებას და ინტეგრირებას სხვა ბაზრებთან რეგიონულ ან/და საერთაშორისო დონეზე;

დ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

ე) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსები, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის გზით;

ვ) ჰქონდეს სათანადო ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ზ) გადამცემი სისტემით მოსარგეებლეებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

თ) აწარმოოს სისტემის მოსარგეებლეებთან გადაცემის მომსახურებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი;

ი) მოამზადოს მიწოდება-მოხმარების გეგმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;

კ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

მ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ნ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ო) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

პ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი;

ჟ) მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა (ტრანსპორტირება) ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად;

რ) უზრუნველყოს დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ხელმისაწვდომი. სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აგრეთვე უზრუნველყოს აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების გათვალისწინებით.

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატმა სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას სისტემით მოსარგებლეებსა და, შესაბამის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებს უნდა გაუწიოს შემდეგი მომსახურება:

ა) მომსახურების არეალში გადამცემი ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინების, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის;

ბ) სისტემით მოსარგებლეთა და საბოლოო მომხმარებელთა მოწყობილობის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთება;

გ) გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება;

დ) სასისტემო მომსახურებები ტრანსასაზღვრო გამტარუნარიანობისა და გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვისა და დამხმარე მომსახურებების ჩათვლით;

ე) სხვა მომსახურებები, რომელთა გაწევის ვალდებულება აქვს გადამცემი სისტემის ოპერატორს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;

ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა, ასევე, დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურება;

გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზება, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას, მეზობელი და სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მეშვეობით;“

დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაცია და შესაბამისი კოდების მინიჭება;

ე) საბითუმო ბაზრების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვა და განვითარება, საათობრივი აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობა.

3. ლიცენზიატის მიერ ნებისმიერი მომსახურება გაწეული უნდა იქნეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს რეგულირებადი ტარიფის გადახდის პირობით, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ.

5. ლიცენზიატმა სისტემით მოსარგეებლეებს მომსახურება უნდა გაუწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული, მათ შორის, მიერთებისა და გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

6. ანგარიშების განცალკევება

1. ლიცენზიატი ვალდებულია, ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

2. თუ ლიცენზიატი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია, სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი საბუღალტრო -სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად.

7. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია, სალიცენზიო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სალიცენზიო პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი 1.3

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. სალიცენზიო საქმიანობა

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ლიცენზია (შემდგომში „ლიცენზია“) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს უფლებას განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საბოლოო მომხმარებელთათვის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების მიზნით, აგრეთვე, ეკონომიკური პირობების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან დაშვებისთვის და შეასრულოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები (შემდგომში – სალიცენზიო საქმიანობა) კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) სალიცენზიო საქმიანობის არეალში განახორციელოს განაწილების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) გამანაწილებელი სისტემის მოსარგებლეებს, რომელთა მოწყობილობები მიერთებულია გამანაწილებელ ქსელთან, მოსთხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

გ) მოითხოვოს ინფორმაცია ენერგეტიკულ სისტემასთან მიერთებული სხვა პასუხისმგებელი სისტემის ოპერატორებისგან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ჩათვლით, როდესაც ასეთი ინფორმაცია, როგორიცაა საოპერაციო და აღრიცხვის მონაცემები, საჭიროა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შესასრულებლად, „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესების, ტექნიკური წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) მიერთდეს გადამცემ ქსელთან და ჰქონდეს დაშვება გადამცემ სისტემასთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ქსელის წესებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასა და გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე;

ვ) შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − აგრეთვე საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის);

ზ) დადოს მომსახურების ხელშეკრულებები სისტემით მოსარგებლეებთან და საბოლოო მომხმარებლებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი განაწილებაზე ან ლიცენზიატის მიერ გაწეულ სხვა განაწილებასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესების, სალიცენზიო პირობების, კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა სამართლებრივი აქტებისა და და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური წესების და სტანდარტების შესაბამისად;

თ) განახორციელოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად;

ბ) გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და უზრუნველყოს საბოლოო მომხმარებლისათვის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება;

გ) განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის ოპერირება, მოვლა-შენახვა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის;

დ) უზრუნველყოს სისტემის გრძელვადიანი უნარი, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა და განახორციელოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

ე) საკუთრებაში ჰქონდეს ან სხვაგვარად ფლობდეს გამანაწილებელ ქსელს, რათა უზრუნველყოს თავისი მომსახურების არეალში სალიცენზიო საქმიანობის განსხორციელება;

ვ) საკუთრებაში ჰქონდეს ან სხვაგვარად ფლობდეს ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ან უზრუნველყოს მესამე პირისგან ასეთი აღჭურვილობის ქირავნობა ან შესაბამისი მომსახურებების შესყიდვა;

ზ) გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმება საექსპერტო გამოცდილების გაზიარების ან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის თაობაზე, განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით;

თ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების სათანადო ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა;

ი) შეიმუშაოს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ გამოაქვეყნოს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები;

კ) შეიმუშაოს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

ლ) შეასრულოს ქსელის წესების მოთხოვნები და გადამცემი სისტემის ოპერატორის საოპერაციო ინსტრუქციები შესაბამისი სამართლებრივი აქტების ან/და სახელშეკრულებო შეთანხმებების მიხედვით;

მ) შეიმუშაოს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა გეგმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქსელის წესების, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული, სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ფიზიკურ დაგეგმვასთან დაკავშირებული ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესაბამისად;

ნ) თავისი მომსახურების არეალში უზრუნველყოს სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვება გამანაწილებელ ქსელთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად;

ო) თავისი მომსახურების არეალში უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან ქსელის, აგრეთვე, მომხმარებლების მიერთება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად;

პ) უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში საკუთრების ან ფლობის საფუძველზე არსებული აღრიცხვის მოწყობილობებისა და დამხმარე დანადგარების მოვლა-შენახვა და შემოწმება;

ჟ) მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები გამანაწილებელი სისტემისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამოსაყენებლად;

რ) შეასრულოს კომისიის მოთხოვნები, მათ შორის, მიწოდების უსაფრთხოების, გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირებისა და მართვის უზრუნველსაყოფად;

ს) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და გარემოს დაცვის მიზნით;

ტ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ლიცენზირების წესებით, ქსელის წესებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სალიცენზიო პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან სალიცენზიო საქმიანობის არეალის გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. სხვა საფუძვლით მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია განაწილების ქსელით მოსარგებლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.

5. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ზომები ელექტროენერგიის ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

4. სალიცენზიო პირობები

1. ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში, ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს განაწილების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

დ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსები, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის გზით;

ე) ჰქონდეს სათანადო ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) გამანაწილებელი სისტემით მოსარგეებლეებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

ზ) აწარმოოს სისტემის მოსარგეებლეებთან განაწილების მომსახურებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების, სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი;

თ) მოამზადოს მიწოდება-მოხმარების გეგმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;

ი) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

ლ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

მ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ნ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

ო) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი;

პ) მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებს, მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა (ტრანსპორტირება) ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად;

ჟ) უზრუნველყოს დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ხელმისაწვდომი. სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აგრეთვე უზრუნველყოს აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების გათვალისწინებით.

2. ლიცენზიატი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს არაენერგეტიკულ საქმიანობაში იმ პირობით, რომ შესრულებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ლიცენზირების წესებითა და ამ სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული საბაზრო ქცევის სავალდებულო მოთხოვნები.

3. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების (ელექტროსადგურების) დისპეტჩერიზაციისას, ლიცენზიატმა, შეიძლება, უპირატესობა მიანიჭოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე ან სხვა საშუალებებზე მომუშავე მოწყობილობებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატმა, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას, სისტემით მოსარგებლეებსა და, შესაბამის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებს უნდა გაუწიოს შემდეგი მომსახურება:

ა) მომსახურების არეალში განაწილების ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საბოლოო მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების მიზნით;

ბ) სისტემით მოსარგებლეთა და საბოლოო მომხმარებელთა მოწყობილობების ან ქსელის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება;

გ) გამანაწილებელ ქსელთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება;

დ) სასისტემო მომსახურება განაწილების დამხმარე მომსახურებების ჩათვლით;

ე) სხვა მომსახურებები, რომლებსაც მიაწვდის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ლიცენზიატის მიერ ნებისმიერი მომსახურება გაწეული უნდა იქნეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

3. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს რეგულირებადი ტარიფის გადახდის პირობით, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ, სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად.

4. ლიცენზიატმა სისტემით მოსარგეებლეებს მომსახურება უნდა გაუწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

6. შესაბამისობის პროგრამა

1. ლიცენზიატი, რომელიც არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობას.

2. შესაბამისობის პროგრამა უნდა შემუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისობის პროგრამით განისაზღვრება ლიცენზიატის დასაქმებულთა კონკრეტული ვალდებულებები და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებები.

3. ლიცენზიატი უზრუნველყოფს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისობის წესებით განსაზღვრული წესით შესაბამისობის ოფიცრისათვის შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამისობის ოფიცრის მიერ მომზადებული და კომისიის მიერ დამტკიცებული წლიური ანგარიშის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

7. ანგარიშების განცალკევება

1. ლიცენზიატი ვალდებულია, ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

2. თუ ლიცენზიატი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი საბუღალტრო -სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად.

8. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

10. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

11. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

12. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი 1.4

ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. სალიცენზიო საქმიანობა

1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების უფლებამოსილებას, კანონისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ბაზრის კონკრეტული სეგმენტის ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ლიცენზია.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერირებისა და ორგანიზების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის, ელექტროენერგიის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგემენტის სუბიექტებს (ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს) მოსთხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების მოთხოვნების შესაბამისად;

გ) უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგემენტის სუბიექტის რეგისტრაციაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად;

დ) განახორციელოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორგანიზების პერიოდული ანალიზი და კომისიას წარუდგინოს წინადადებები მისი გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი ზომების თაობაზე;

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) გააფორმოს დაშვების ხელშეკრულებები ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტებთან ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების ბაზრის მონაწილეების მიერ დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ;

გ) კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობითა და კომისიის კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

დ) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ზომები ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ლიცენზიით გათვალისწინებული სეგმენტის ორგანიზება და ოპერირება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის დაკავშირებასა და ინტეგრირებას სხვა ბაზრებთან რეგიონულ ან/და საერთაშორისო დონეზე;

დ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პლატფორმასა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმებს ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

ე) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ვ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა;

ზ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

თ) აწარმოოს ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების რეესტრი;

ი) მოამზადოს ელექტროენერგიის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის საათობრივი გეგმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ვაჭრობის შედეგების საფუძველზე;

კ) უზრუნველყოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის საათობრივი გეგმის დროული მიწოდება;

ლ) აწარმოოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების რეესტრი;

მ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

ო) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

პ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ჟ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

რ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას ლიცენზიატმა უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციის შესაბამისად განსაზღვრული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ორგანიზება და ოპერირება;

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

გ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორგანიზება-ოპერირებისათვის საჭირო პლატფორმისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური გამართულობა;

დ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რეესტრის წარმოება.

2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი დღით ადრე და დღიური სეგმენტებისათვის ასევე ვალდებულია უზრუნველყოს დღით ადრე, დღიური და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებისთვის, აგრეთვე უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისთვის, ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემის ორგანიზება.

3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საბალანსო და დამხმარე მომსახურებების სეგმენტებისათვის ასევე ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების განსაზღვრა;

ბ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშება;

გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრა, ასევე, ამ ბაზარზე შესყიდულ პროდუქტებზე ფინანსური პასუხისმგებლობა.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გაუწიოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მონაწილეებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

5. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტის რეგისტრაციისას ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. ანგარიშების განცალკევება

ლიცენზიატი ვალდებულია ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

7. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით.

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან იურიდიულ– სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი 1.5

წყალმომარაგების საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. სალიცენზიო საქმიანობა

წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს უფლებამოსილებას, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ისარგებლოს წყალმომარაგების ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) სალიცენზიო საქმიანობის არეალში განახორციელოს საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

ბ) განახორციელოს წყალმომარაგების სისტემის ოპერირება, მოვლა-შენახვა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა წყალმომარაგების სისტემის საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის;

გ) გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის სათანადოდ განხორციელებისთვის;

დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;

ე) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის წყალმომარაგების ტარიფისა და წყალმომარაგების მომსახურების პირობების ხელმისაწვდომობა;

ვ) შეიმუშაოს და კომისიას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობისას ასამოქმედებლად, აგრეთვე, აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე;

თ) სასმელი წყლის მომსახურების განხორციელების შემთხვევაში:

თ.ა) უზრუნველყოს მომხმარებელთათვის სათანადო დაწნევით, საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლების სასმელი წყლის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება და უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის სათანადო კონტროლი;

თ.ბ) სასმელი წყლის გამოცდა უზრუნველყოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, კანონით დადგენილი წესით;

თ.გ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით;

თ.დ) სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ;

თ.ე) წყალმომარაგების სხვა ლიცენზიატს თავის ქსელში გაუტაროს სასმელი წყალი კომისიის მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ;

ი) წყალარინების მომსახურების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოს ჩამდინარე წყლის იზოლირებულად შეკრება, გატარება და ზედაპირული წყლის ობიექტებში მის მფლობელობაში არსებული წყალარინების სისტემების მეშვეობით ჩამდინარე წყლების დამაბინძურებელ ნივთიერებათა დამუშავება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ლ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ლიცენზირების წესებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სალიცენზიო პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში, ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს წყალმომარაგების/წყალარინების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვაგვარად ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებს და პროგრამულ პროდუქტებს, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

დ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ე) ჰქონდეს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ზ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

თ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო საქმიანობის არეალში წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეებს გაუწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) სასმელი წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის სათანადო მიწოდება;

ბ) წყალარინების სისტემების მეშვეობით მომსახურების გაწევა;

გ) წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლის მიერთება;

დ) სხვა მომსახურებები, რომელთა გაწევის ვალდებულებაც ლიცენზიატს ეკისრება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს რეგულირებადი ტარიფის გადახდის პირობით, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ, სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან სალიცენზიო არეალის გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. სხვა საფუძვლით მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

5. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, არ გააუარესოს კომისიის მიერ დამტკიცებული წყალმომარაგების სისტემების ცალკეული მიმართულებების შეფასების საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონე.

6. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

8. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

9. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

10. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი №2

ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წე