1. კომისია ახორციელებს არალიცენზირებადი საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოების მონიტორინგს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან მათი შესაბამისობის კუთხით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ვალდებულია, კომისიას საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. კომისია უფლებამოსილია, ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ჩაატაროს არალიცენზირებადი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების შემოწმება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშის განხილვის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების შედეგების საფუძველზე, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციებ