1. კომისია აწარმოებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობის რეესტრს, რომელიც მოიცავს:
ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის მწარმოებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, მიმწოდებლისა და ტრეიდერის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, თუ იგი იურიდიული პირია; სახელს, გვარს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე ინფორმაციას – თუ ინდივიდუალური მეწარმეა;
ბ) ინფორმაციას არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ;
გ) ინფორმაციას არალიცენზირებადი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
2. კომისიამ თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები, რაც მოიცავს არალიცენზირებადი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების სიას ანბანური თანმიმდევრობით, სექტორების შესაბამისად, ასევე, ინფორმაციას მათ მიერ განხორციელებული ენერგეტიკული საქმიანობის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაციას.
დანართი №3
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) ფორმა წარმოადგენს ბამბის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას.
2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ნომერი და სერია, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ლიცენზიის მოქმედების ვადა, ლიცენზიის დანართების ჩამონათვალი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – სფს.
3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;
4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფაბრებით;
გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სალიცენზიო მოწმობა“, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;
დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშან