1. ენერგეტიკული საწარმო უფლებამოსილია, არალიცენზირებადი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც ახორციელებს ან განზრახული აქვს არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელება, უნდა შეატყობინოს კომისიას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად.
3. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიატი, რომელიც იმავდროულად ახორციელებს არალიცენზირებად საქმიანობას ან განზრახული აქვს ამ საქმიანობის განხორციელება, უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება კომისიას წარუდგინოს სალიცენზიო განაცხადთან ერთა