ლიცენზიის გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია:
ა) შეიმუშავებს და აქვეყნებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი სტანდარტული განაცხადის ფორმას;
ბ) ამტკიცებს სალიცენზიო მოწმობის სტანდარტულ ფორმას;
გ) განსაზღვრავს სალიცენზიო მოწმობის დანართის შინაარსს;
დ) ადგენს სალიცენზიო პირობებს თითოეული საქმიანობისათვის;
ე) ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას;
ვ) აწარმოებს ლიცენზიებისა და ლიცენზიატების უწყებრივ რეესტრს;
ზ) ახორციელებს ლიცენზიატების მიერ კანონითა და სალიცენზიო პირობებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას;
თ) უზრუნველყოფს გაცემული, შეცვლილი, შეჩერებული ან გაუქმებული ლიცენზიებისა და ლიცენზიატების შესახებ ინფორმაციის (მოქმედი ლიცენზიატების საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით) რეესტრის წარმოებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
ი) ამ წესების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
კ) ახორციელებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ