1. ლიცენზიის გაცემის გზით კომისია ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობის არეალი უნდა განიმარტოს, როგორც:
ა) გეოგრაფიული არეალი – საქართველოს მთელი ტერიტორია;
ბ) ადმინისტრაციული არეალი – მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის შესაბამისად;
გ) სხვა არეალი – სხვა ტერიტორია, მათ შორის, ახლადგანაშენიანებული ტერიტორია, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ტერიტორიული ნიშნით, ამ ტერიტორიის მოსახლეობის მიერ დამკვიდრებული სახელწოდებით, განაშენიანების თავისებურებებით ან/და სხვა ნიშნით.
3. ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ოპერირების ლიცენზია გაიცემა გეოგრაფიული არეალის მიხედვით და ლიცენზიატს ანიჭებს შესაბამის ენერგეტიკულ სეგმენტში ამ საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.
4. ელექტროენერგიის წარმოებისათვის, ბუნებრივი გაზის საცავის ოპერირებისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირების საქმიანობისათვის გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვა ან ლიცენზიის გაცემის აკრძალვა დაუშვებელია.
5. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიები, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატებს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელონ საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზი