1. ლიცენზიატები, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ახორციელებენ/ასრულებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
2. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატი ვალდებულია, იქონიოს:
ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსები სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;
ბ) სისტემით მოსარგებლეებისათვის ან/და ბაზრის მონაწილეებისათვის გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომის მიღების შესაძლებლობა;
გ) შესაბამის შემთხვევაში, საჯარო მომსახურების გაწევისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ვალდებულებების განხორციელების შესაძლებლობა;
დ) სალიცენზიო პირობებით დადგენილი სხვა ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
3.ლიცენზიატის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც გულისხმობს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, გაუქმებას ან/და ლიცენზიატთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ სხვა გადაწყვეტილებას.
4. დაუშვებელია კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე სალიცენზიო საქმიანობისა და ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტა, შემცირება ან სალიცენზიო არეალის გარეთ გაზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შეზღუდვა გამოწვეულია სისტემით მოსარგებლის ან ბაზრის მონაწილის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია