1. ლიცენზიატმა უნდა დაიცვას მის ხელთ არსებული პერსონალური, პროფესიული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ მასთან დაკავშირებულმა საწარმოებმა არ გამოიყენონ ლიცენზიატის ხელთ არსებული ინფორმაცია გაუმართლებელი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ინფორმაცია არ გადაეცეს სხვა პირებს, მათ შორის, დაკავშირებულ საწარმოებს, გაუმართლებელი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.
3. ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა არ მიენიჭოს ლიცენზიატს, სისტემით მოსარგებლეს, ბაზრის მონაწილესა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გამჟღავნებული ინფორმაციის მოცულობის, შინაარსის, ფორმის ან/და გამჟღავნების დროის მიუხედავად.
4. ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის წარდგენილი ინფორმაცია საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც ლიცენზიატის ან სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე კომისია კონკრეტულ ინფორმაციას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მიიჩნევს საიდუმლო ინფორმაცია