1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული უფლებამოსილება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით. კომისია ვალდებულია, ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით.

2. კომისია სამი კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მიღებული სალიცენზიო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესების მე-15 მუხლის მოთხოვნებთან.

3. მიღებულ სალიცენზიო განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტების ან ინფორმაციის წარდგენის ვადას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

4. სალიცენზიო განაცხადის წარმოებაში მიღებისთანავე, კომისია ვალდებულია, გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კომისიას წარუდგინოს წერილობითი მოსაზრებები სალიცენზიო განაცხადთან დაკავშირებით.

6. კომისიამ ზეპირი მოსმენა უნდა გამართოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

7. კომისია ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ ლიცენზიის გაცემის თაობაზე განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

8. თუ განაცხადში მოცემული გარემოებების შემოწმების მიზნით საჭიროა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი დრო, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მისაღებად საჭირო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალიცენზიო განაცხადის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ლიცენზიის მაძიებელს.

9. ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, შეჩერების, ან/და გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებ