1. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის შესახებ წარმოადგენს ლიცენზიის მაძიებლისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, განახორციელოს კონკრეტული სალიცენზიო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. კომისიამ ლიცენზია უნდა გასცეს მხოლოდ იმ ლიცენზიის მაძიებელზე, რომელმაც დაადასტურა მისი შესაბამისობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სამართლებრივი აქტების, ამ წესებისა და ამ წესების შესაბამისი დანართით დამტკიცებული სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.

3. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადი და დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ლიცენზიის მაძიებელი კომისიის მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს მითითებულ ხარვეზს;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

4. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს, ლიცენზიის გაცემაზე უარი გაასაჩივროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. ლიცენზიის გაცემაზე ყოველი უარი, უარის მიზეზების მითითებით, კომისიის მიერ ინფორმაციის სახით უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

6. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან უარს არ იტყვის ლიცენზიის გაცემაზე ამ წესების მე-16 მუხლით განსაზღვრულ ვადაში, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზია ჩაითვლება გაცემულად. განმცხადებელი უფლებამოსილია, ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. კომისია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა. განმცხადებელს შეუძლია დაიწყოს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება მხოლოდ კომისიისაგან სალიცენზიო მოწმობის ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

7. იმ შემთხვევაში, თუ კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ, განმცხადებელს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე შეუძლია დაიწყოს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება კომისიისაგან სალიცენზიო მოწმობის ფორმალურად მიღებამდ