1. კომისია ლიცენზიას გასცემს იმ საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით დადგენილ პირობებს.
2. ლიცენზია წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ენერგეტიკული და წყალმომარაგების საწარმოსთვის მინიჭებულ საქმიანობის განხორციელების უფლებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად.
3. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის მიზნით კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო ლიცენზიატი ვალდებულია, დაიცვას სალიცენზიო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ლიცენზიის გაცემაზე ან შეაჩეროს/გააუქმოს ლიცენზია.
4. ამ წესების დანართში მოცემული სალიცენზიო პირობები წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და დაერთვის სალიცენზიო მოწმობა