1. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზირების წესები (შემდგომში „წესები“) ადგენს ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და პროცედურულ მოთხოვნებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეს წესები ასევე ადგენს თითოეული ლიცენზიის მაძიებლისა და ლიცენზიატისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ სალიცენზიო პირობებს.
3. ამ წესებით განსაზღვრული სალიცენზიო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შემდგომ.
4. ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის წინასწარი ლიცენზიები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაიცეს „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
5. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობ