1. კომისიას უნდა ეცნობოს არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ. ესენია:

ა) ელექტროენერგეტიკული სექტორი:

ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ;

ა.ბ) ელექტროენერგიის მიწოდება;

ა.გ) ელექტროენერგიით ვაჭრობა;

ბ) ბუნებრივი გაზის სექტორი:

ა.ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდება;

ა.გ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობა.

2. არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას მიუხედავად ამ საქმიანობის სფეროს, ბაზრის წილის ან ბრუნვისა.

3. ამ წესით გათვალისწინებული რეგულირებისა და ზედამხედველობის ფუნქციების განხორციელებისას, კომისია:

ა) შეიმუშავებს შეტყობინების სტანდარტულ ფორმებს;

ბ) აკონტროლებს, რომ შეტყობინება შეიცავდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 102-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას და შევსებული იყოს კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტული ფორმით;

გ) აწარმოებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების რეესტრს და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას კომისიის ვებგვერდზე, წარმოდგენილ საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად;

დ) იღებს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს, ხოლო მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციებ