1. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
2. სააგენტოს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.
3. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:
ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: დასახელება; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;
ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები);
დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღ