1. ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე − შერჩევითი შემოწმების მეთოდით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია, რომ პიროტექნიკური ნაწარმი არ შეესაბამება ამ წესითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სააგენტოს გადაწყვეტილება შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია.

3. ნებართვის მფლობელი სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, წარუდგენს სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება ხორციელდება დოკუმენტურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის − პარტიის, სერიის ან ერთობლიობის წარმომადგენლობითი ეგზემპლარის შემოწმება/გამოცდა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მეშვეობით.

5. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პიროტექნიკური ნაწარმის ყველა მახასიათებელი, ისე მისი კონკრეტული კომპონენტი.

6. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ნიმუშის შემოწმებისთვის/გამოცდისთვის. სააგენტოს მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. ნიმუშის აღება ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ან/და შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.

7. პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის დასრულებამდე, სააგენტო უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს მოსთხოვოს ნებართვით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შეჩერება.

8. თუ პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის არ შეესაბამება აღნიშნული პიროტექნიკური ნაწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის ამოღებისთვის/გამოთხოვისთვის/განადგურებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და სრულად აანაზღაუროს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები სააგენტოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

9. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრშ