1. სააგენტო კონტროლს ახორციელებს რისკის ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია, რომ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სააგენტოს გადაწყვეტილება შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია.

3. ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ სააგენტოს მიმართ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხორციელდება წერილობითი ფორმით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის ვადაში, ვალდებული არ არის სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში.

4. თუ წარმოდგენილი ანგარიშით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს ლიცენზიის მფლობელს და მოითხოვოს სალიცენზიო პირობების გონივრულ ვადაში დაცვის შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება ხორციელდება დოკუმენტურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის − პარტიის, სერიის ან ერთობლიობის წარმომადგენლობითი ეგზემპლარის შემოწმება/გამოცდა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მეშვეობით.

6. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პიროტექნიკური ნაწარმის ყველა მახასიათებელი, ისე მისი კონკრეტული კომპონენტი.

7. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ნიმუშის შემოწმებისთვის/გამოცდისთვის. სააგენტოს მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. ნიმუშის აღება ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ან/და შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.

8. პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის დასრულებამდე, სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის შეჩერება.

9. თუ პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის არ შეესაბამება აღნიშნული პიროტექნიკური ნაწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ლიცენზიის მფლობელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის/გამოთხოვისთვის/განადგურებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და სრულად აანაზღაუროს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები სააგენტოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

10. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრშ