1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. სააგენტოს მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. სააგენტო ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ვადით, თითოეულ სასაქონლო პარტიაზე.

6. ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადით, თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის ვადაშ