1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ წესისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად.
2. ნებართვა გაიცემა 20 დღის ვადაში, ხოლო დაჩქარებული წესით − 10 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე ლიცენზიის მაძიებლისათვის განსაზღვრული ვადა, ასევე სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის საჭირო ვადა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადები შეიძლება გაგრძელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.
4. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობ