1. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის, ასევე ბინადრობის (თუ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე) დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) პიროტექნიკური ნაწარმის აღწერილობა სახელწოდების, რაოდენობის და შესაბამისი კატეგორიის მითითებით, ასევე ინფორმაცია მწარმოებლის ან/და რეალიზატორის შესახებ;

გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება/განზრახულობათა ოქმი ან ასლი;

ე) სანებართვო მოსაკრებლის, ასევე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

4. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა/ლიცენზია, სააგენტო არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის/ლიცენზიის გაცემისას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში.

6. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია, თუ ეს პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებ