2. 2028 წლის 1 იანვრიდან პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტი დაუშვებელია პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის გარეშე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ 2025 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის/ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება და, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის თაობაზე საქმის წარმოების ჩატარებ