1. პიროტექნიკური ნაწარმის მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პიროტექნიკური ნაწარმი ბაზარზე განთავსდეს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, დანართი №1-ისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად.
2. აკრძალულია დასახლებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, გარდა ახალი წლის სადღესასწაულო დღეებისა (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა (26 მაისი). ასევე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებაზე.
4. აკრძალულია პიროტექნიკური ნაწარმის არადანიშნულებისამებრ დაშლა, გადაკეთება ან/და გამოყენება.
პიროტექნიკური ნაწარმის კლასიფიკაც