1. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების, რეალიზაციის, კატეგორიზაციის, ნიშანდების და გამოყენების წესებს და პირობებს, ამ სფეროში ჩართული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ვალდებულებებს, ადგენს ბაზარზე პიროტექნიკური ნაწარმის თავისუფალი მიმოქცევის პირობებს.
2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც კომერციული, ისე პირადი მოხმარების მიზნებისთვის განკუთვნილ პიროტექნიკურ ნაწარმზე.
3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას, თუ პიროტექნიკური ნაწარმის მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო ან პიროტექნიკური ნაწარმი განკუთვნილია სახელმწიფო ორგანოსთვის მისაწოდებლად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ბ) საზღვაო დანიშნულების პიროტექნიკურ პროდუქციაზე/ნაწარმზე;
გ) კაფსულებზე, რომელიც დარტყმის შედეგად მოდის მოქმედებაში და განკუთვნილია სათამაშოებში გამოსაყენებლად;
დ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხებით განსაზღვრულ პროდუქციაზე;
ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასიგნალო იარაღზე ან/და მოწყობილობაზე;
ვ) სატრანსპორტო საშუალებებში უსაფრთხოების მოწყობილობების კომპონენტებზე, რომლებიც შეიცავს პიროტექნიკურ ნაწარმს და გამოიყენება ამ მოწყობილობების ან სხვა მექანიზმების გასააქტიურებლად;
ზ) სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების სამართავად, აქტიური გამოყენების მიზნით.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნებართვის/ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
5. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3604 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი/ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ ამ საქონელზე გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის საფუძველზ