1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნიშანდება − საიდენტიფიკაციო პირობითი აღნიშვნა, რომელიც დაიტანება ყოველ ერთეულზე, ხოლო არასაკმარისი სივრცის შემთხვევაში − უმცირეს შეფუთვაზე, შეიცავს გადასაზიდად და მიმღების მიერ ჩაბარებისთვის აუცილებელ მონაცემებს და იძლევა რეგლამენტით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მონაცემების შემოწმებისათვის აუცილებელ ინფორმაციას;

ბ) რეალიზატორი − პირი, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით ახორციელებს პიროტექნიკური ნაწარმის საცალო ან/და საბითუმო მიწოდებას სხვა პირისათვის, საკუთრების უფლების გადაცემით, გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისა;

გ) სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირი − შესაბამისი იურიდიული პირის სერტიფიცირებული თანამშრომელი, რომლის კვალიფიკაცია დასტურდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

დ) ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობ