1. პიროტექნიკური ნაწარმი, მათი მიზნის, საფრთხისა და ხმაურის დონის შესაბამისად, კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
ა) კატეგორია F (ფოიერვერკი) − გასართობი მიზნით, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებებში გამოყენებისათვის;
ბ) კატეგორია T − სასცენო და კინემატოგრაფიული დანიშნულებისათვის;
გ) კატეგორია P − სხვა სახის პიროტექნიკური ნაწარმი.
2. კატეგორია F იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) ქვეკატეგორია F1 − ფოიერვერკი, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელო საფრთხეს, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს 1 მეტრის მანძილზე და გამოყენება ნებადართულია შენობაში, მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების შენობაში;
ბ) ქვეკატეგორია F2 − ფოიერვერკი, რომელიც წარმოადგენს დაბალ საფრთხეს, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს სულ მცირე 8 მეტრის მანძილზე, რომელიც განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის - იზოლირებულ ადგილებში;
გ) ქვეკატეგორია F3 − ფოიერვერკი, რომელიც წარმოადგენს საშუალო საფრთხეს, განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის ღია სივრცეში, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს 15 მეტრის მანძილზე და არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი;
დ) კატეგორია F4 − ფოიერვერკი მაღალი საფრთხით, რომლის ხმაურის დონე არ აღემატება 135 დბ-ს უსაფრთხო მანძილზე, არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, გააჩნია მასშტაბური ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების შექმნის უნარი.
3. კატეგორია T იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) ქვეკატეგორია T1 − სასცენო და კინემატოგრაფიული დანიშნულების პიროტექნიკური ნაწარმი, რომელსაც გააჩნია საფრთხის დაბალი დონე;
ბ) ქვეკატეგორია T2 − სასცენო და კინემატოგრაფიული დანიშნულების პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც არ განეკუთვნება T1 კატეგორიას.
4. კატეგორია P იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) ქვეკატეგორია P1 − პიროტექნიკური ნაწარმი, გარდა F და T კატეგორიის პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც წარმოადგენს დაბალ საფრთხეს;
ბ) ქვეკატეგორია P2 − პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც არ განეკუთვნება P1 კატეგორიას.
პიროტექნიკური ნაწარმის მწარმოებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორის,დისტრიბუტორის და რეალიზატორის ვალდებულებე