მუხლი 2🔗

იმ ფიზიკური/იურიდიული პირებისათვის, რომლებიც 2025 წლის 1 თებერვლამდე ახორციელებდნენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, წარმოებას ან/და რეალიზაციას და ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ მიმართავენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გამცემ ორგანოს შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მისაღებად, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებისა და ნებართვის/ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის წარდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ ვადაში შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ნებართვის/ლიცენზიის მოპოვების პირობებში, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები