1. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის, ასევე ბინადრობის (თუ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე) დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ცნობა მისი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე იმ ფიზიკურ პირთა სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიით ნებადართულ საქმიანობაში არიან ჩართულნი, ცნობები მათი მსჯავრდების/მათთვის უფლების ჩამორთმევის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ასევე, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების/მათთვის უფლების ჩამორთმევის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

დ) პიროტექნიკური ნაწარმის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის, სახელწოდება, რაოდენობა და შესაბამისი კატეგორია;

ე) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება, დასაწყობება ან/და მისი რეალიზაცია;

ვ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) აკრედიტებული ინსპექტირების ან სახელმწიფო საექსპერტო ორგანოს მიერ გაცემული, შენობა-ნაგებობის ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;

თ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სალიცენზიო მოსაკრებლის და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთები;

კ) შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც რეალიზაციის ლიცენზიის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ გაცემული სახით, ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე, წარმოების ლიცენზიის შემთხვევაში, პიროტექნიკური ნაწარმის ტექნიკური დოკუმენტაცია, წარდგენილი უნდა იქნეს წარმოებული პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის დაწყებამდე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ან წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობა „ტექნიკური რეგლამენტით – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილ მოთხოვნებთან იწვევს ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. წარმოების ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს რეალიზაციის ლიცენზიასთან ერთად. სააგენტო არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.

6. თუ მწარმოებელი პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციას განახორციელებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანის მიზნით, წარმოების ლიცენზია გაიცემა ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს სააგენტო.

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური