1. სანებართვო მოწმობის ფორმა, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) სააგენტოს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

3. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს სანებართვო რეესტრში.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედან