1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თხოვნით.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გაიცეს დუბლიკატი და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით – „დუბლიკატი“. დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედან