1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა შესაძლებელია:
ა) შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) სანებართვო მოწმობის დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა
.
№
სანებართვო მოწმობის სახეობა
სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის გამცემი
ორგანო (თანამდებობის პირი)
ნებართვის მფლობელის
დასახელება და ხელმოწერა
მიღებაზე
ჩანაწერი სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ
ჩანაწერი სანებართვო მოწმობის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ
სანებართვო მოწმობის
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანართი №5
ხელშეკრულება N
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ
ქ. ბათუმი „---„ „-----------------„ 20-- წელი
ერთი მხრივ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის --------------------------------- სახით და მეორეს მხრივ, გადამზიდავის (შპს ან/და ფიზიკური პირი - ი/მ) „------------------------------------------------------„ (შემდგომში – „გადამზიდავი“) მისი დირექტორის ან/და ფიზიკური პირის ----------------------- სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
გადამზიდავი კისრულობს ვალდებულებას ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის მომსახურების განხორციელებაზე, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით.
2. ხელშეკრულების პირობები
2.1. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია NN ----------------------------- სამარშრუტო ხაზებზე M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
2.2. მუშაობის დაწყება:
ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;
ზაფხულის პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.
2.3. მუშაობის დამთავრება:
ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;
ზაფხულის პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.
2.4. სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო საათების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ, ნებართვის მფლობელს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ იმუშაოს ნებართვაში აღნიშნული მარშრუტით.
2.5. მარშრუტზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობა შეადგენს ----ერთეულს თანახმად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებისა;
2.6. ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეადგენს ---ერთეულს თანახმად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებისა;
2.7. მოძრაობის ინტერვალი განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული სამარშრუტო ხაზისათვის თანახმად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებისა;
2.8. სამუშაო დღის განმავლობაში 20:00 საათის შემდეგ დასაშვებია სამარშრუტო ხაზზე მოძრაობის ინტერვალის გაზრდა 25 წუთამდე.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები:
3.2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები;
3.3. ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;
3.4. მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;
3.5. „3.4“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
3.6. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს; ავტობუსის შეცვლის დროს შეცვალოს ის უკეთესი ხნოვანების ავტობუსით, ვიდრე იყო შესაცვლელი ავტობუსი კონკურსის ჩატარების დღისთვის;
3.7. ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსო განცხადებით დადგენილი ავტობუსების რაოდენობა;
3.8. უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის გაცემის დროს დადგენილი ფერის ავტობუსებით;
3.9. მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა-ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მე-8 პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს ნორმატიული აქტებით მიღებულ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესი“; ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად ნორმატიული აქტის დასახელებისა და მუხლისა, სადაც იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პირობები;
3.10. უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
3.11. დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
3.12. თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;
3.13. უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;
3.14. არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;
3.15. აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;
3.16. უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით). მაგალითად: ნიმუში №1 ავტობუსის საქარე მინაზე, ნიმუში №2 ავტობუსის სალონში თვალსაჩინო ადგილას.
ნიმუში №1
ნიმუში №2
3.17. მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია, სადაც მძღოლის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ღირებულებაა აღნიშნული, აგრეთვე იმ მგზავრთა ჩამონათვალის გამოკვრა, რომლის უფასოდ გადაყვანაც სავალდებულოა ამ წესის შესაბამისად, კერძოდ: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, 10 წლამდე ასაკის ბავშვები და შშმ პირები;
3.18. აწარმოოს ავტობუსების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;
3.19. დაიცვას მარშრუტის საწყის, საბოლოო და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ადგილებში დგომის წესები, სისუფთავე და ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;
3.20. უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;
3.21. არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;
3.22. გადამზიდავი (M2 კატეგორიის ავტობუსის მძღოლი) ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა აწარმოოს გაჩერებისათვის სპეციალურად მონიშნულ ადგილებში;
3.23. მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის შესაბამისად;
3.24. უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 კატეგორიის ავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით აღჭურვა. GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული გამოყენება საშუალებას აძლევს მაკონტროლებელ უწყებას და კომპანიების სადისპეტჩერო სამსახურებს აკონტროლოს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: M2 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერებები, გადაადგილების სიჩქარე.
3.25. უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 კატეგორიის ავტობუსებში (მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და ახდენდეს მათ აღრიცხვას;
3.26. ამ მუხლის 1–ლი პუნქტის „3.17“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით;
3.27. აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;
3.28. ავტობუსზე რეკლამა საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად განათავსოს მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
3.29.გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;
3.30. ნებართვის მფლობელის მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;
3.31. ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;
3.32. არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა;
3.33. ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;
3.34. სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.35. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
3.36. ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი; თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;
3.37. ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ;
3.38. ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
3.39. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
3.40. მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი;
3.41. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მის მიერ მართული ავტობუსით მოხვდება ავარიაში (ავტოსაგზაო შემთხვევა) და არ იკვეთება ამ ავარიაში მისი ბრალეულობა, მას შეუძლია წარმოადგინოს სხვა ავტობუსი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით მოთხოვნილ სავალდებულო ტექნიკურ კრიტერიუმებს და კომისიის დასკვნის შემდგომ მიეცემა უფლება მომსახურების გაგრძელების შესახებ.
3.42. ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტობუსების შეცვლის შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის რეზერვი, ავტობუსების ჩანაცვლება არ მოხდება, ხოლო თუკი ავტობუსების რეზერვი არაა საკმარისი, გამოთავისუფლებულ ადგილზე ნებართვის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) ავტობუსი, რომლიდანაც საკონკურსო კომისია შეარჩევს საუკეთესოს.
3.43. სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან შვიდი დღის განმავლობაში.
3.44. ნებართვის გამცემის უფლება–მოვალეობები:
3.45. კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;
3.46. აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
3.47. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;
3.48. ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
3.49. კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;
3.50. ნებართვის გამცემის მოვალეობაა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სადისპეტჩერო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში.
3.51. კანონით დადგენილი წესით და მუნიციპალიტეტის მიერ განსაზრვრული წესის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვეში ერთხელ ახორციელებს კონკურსის წესის თანახმად გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების (ნებართვის მფლობელების) ავტოპარკის დათვალიერებას.
3.52. მოსალოდნელი დათვალიერების შესახებ გაფრთხილება ნებართვის მფლობელს ეგზავნება ერთი თვით ადრე.
3.53. დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ექსპლუატაციისათვის უვარგისი ავტობუსები მოიხსნება სამარშრუტო ხაზიდან და გადამზიდავებს არ ექნებათ უფლება ამ ავტობუსებით განახორციელონ მომსახურება.
3.54. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
3.55. ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;
3.56. ვალდებულია განსაზღვროს ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა.
4. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების შეუსრულებლობისას
4.1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.2. ნებართვის გამცემი განუსაზღვრავს ნებართვის მფლობელს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის, რომელიც შეადგენს:
ა) ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისას ან არასრულად გადახდისას – 10 კალენდარულ დღეს;
ბ) სხვა სანებართვო პირობების დარღვევისას – 30 კალენდარულ დღეს;
4.3. 4.2. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ასევე ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით.
4.4. თუ ამ მუხლის 4.1. 4.2. 4.3. პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნებართვის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
5. ფორსმაჟორი
5.1. თუ მხარისათვის შეუძლებელია საკონკურსო/სანებართვო პირობების შესრულება ფორსმაჟორის გამო (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა), მაშინ ის ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს ვითარების შესახებ და დააკონკრეტოს ის პირობები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი გახდება. მხარე ასევე ვალდებულია მეორე მხარეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობაზე ფორსმაჟორის გავლენის შეწყვეტის შესახებ.
5.2. შეტყობინება უნდა გაიცეს არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი ვითარების დადგომის შესახებ, გარდა გაფიცვისა და ლოკაუტისა, რა შემთხვევაშიც ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინასწარ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც აცნობოს ნებართვის გამცემს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ.
5.3. ფორსმაჟორული გარემოების არსებობას, გარდა გაფიცვისა და ლოკაუტისა, მხარეები ადასტურებენ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
5.4. ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება ვალდებულების დარღვევად.
6. შეტყობინება
6.1. მხარეები ვალდებულები არიან ნებისმიერი შინაარსის შეტყობინება ერთმანეთს მიაწოდონ წერილობითი ფორმით.
6.2. ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება განხორციელებულად მეორე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარების შემდეგ.
6.3. შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მას ჩააბარებენ ქვემოთ მითითებულ მისამართზე, იმ პირობით რომ:
ა) მისამართზე მიტანისას შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად მიტანისთანავე;
ბ) ფაქსიმილითა თუ ელ–ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მიღების შემდეგ სამუშაო დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ მიღება დადასტურდება ტელეფონით.
ნებართვის გამცემის მისამართი: ნებართვის მფლობელის მისამართი:
მისამართი: მისამართი:
ფაქსი: ფაქსი:
ელ–ფოსტა: ელ–ფოსტა:
ვის: ვის:
მისამართის ცვლილების შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან აცნობონ ამის შესახებ არაუგვიანეს 1 კვირისა მისამართის შეცვლიდან. ცვლილების მეორე მხარისთვის ცნობებამდე მხარის მიერ წინა მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ჩაითვლება სწორ მისამართზე გაგზავნილად და ჩაბარებულად.
6.4. მომსახურების განხორციელებისას ავტობუსის (M2 კატეგორია) მძღოლის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ჩაბარდება ავტობუსის (M2 კატეგორია) მძღოლს, როგორც ნებართვის მფლობელის წარმომადგენელს, რაც ითვლება ნებართვის მფლობელისთვის ამ გადაწყვეტილების ჩაბარებად.
6.5. წინამდებარე მუხლის 6.2. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის ნებართვის მფლობელისათვის შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის გარდა შესაძლოა იყოს ორგანიზაციის კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული, ხოლო ასეთის არ ყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის ცენტრალური (სათავო) ოფისის ნებისმიერი თანამშრომელი. ამ შემთხვევაში ჩაბარება დასტურდება გზავნილის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით.
7. მხარეთა შორის დავის მოგვარების წესი
7.1. მხარეები უნდა ეცადონ დავა მოაგვარონ ქვემოთ მითითებული გზით:
ა) ნებისმიერი დავის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება საკონკურსო/სანებართვო პირობების შესრულებას ან/და ხელშეკრულებას, ნებართვის მფლობელის მიერ დავის შესახებ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ორივე მხარე ნიშნავს პირებს, რომელთა ვალდებულებაც იქნება დავის მოგვარების მიზნით შეხვედრების მოწყობა;
ბ) აღნიშნული პირები, იმ სიხშირით შეიკრიბებიან, რამდენადაც ეს საჭირო იქნება დავის მოსაგვარებლად, ინფორმაციის მოსაძიებლად და შესაგროვებლად. ისინი განიხილავენ დავას და გამართავენ კეთილსინდისიერ დიალოგს იმ მიზნით, რომ მოაგვარონ დავა და საჭირო არ შეიქმნას დავის მოგვარების ფორმალური მოქმედებების განხორციელება.
7.2. იმ შემთხვევაში, თუ 7.1. პუნქტით განსაზღვრული პროცედურის გამოყენების მიუხედავად მხარეებს შორის დავა არ აღმოიფხვრა, მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა მოგვარდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალიწინებული წესით საქართველოს სასამართლოსთვის მიმართვის გზით. დავის გადაწყვეტისას ხელშეკრულების დებულებები განიმარტება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულება შეწყდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ნებართვის გაუქმებისას.
8.2. თუ მე-4 მუხლის 4.1. 4.2. 4.3. პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ და, შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
9. სხვადასხვა დებულებები
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ და ნებართვის გაცემისთანავე და მოქმედებს ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში. ხელშეკრულების მოქმედება წყდება ნებართვის საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად გაუქმებისთანავე.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება იურიდიული ძალის მქონე იქნება მხოლოდ წერილობითი ფორმით გაფორმებისა და ორივე მხარის ხელმოწერის შემდეგ.
9.3. მხარეები ვალდებულები არიან საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტების შეცვლის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანონ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტის შესაბამისად.
9.4. თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას არ გაამჟღავნონ დოკუმენტაციის შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
9.4.1 თუ ინფორმაცია საჯაროა;
9.4.2 საჭიროა მხარეებს შორის დავის მოსაგვარებლად;
9.4.3 მის გამჟღავნებას მოითხოვს შესაბამისი კანონმდებლობა;
9.4.4 მისი გამჟღავნება საჭიროა მხარისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
9.5. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტებით.
9.6. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება ნებართვის გამცემთან, მეორე კი – ნებართვის მფლობელთან.
მხარეთა ხელმოწერებ