1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა შესაძლებელია:
ა) შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) სანებართვო მოწმობის დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა
№
სანებართვო მოწმობის სახეობა
სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის გამცემი
ორგანო
ნებართვის მფლობელის
დასახელება და ხელმოწერა
მიღებაზე
ჩანაწერი სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ
ჩანაწერი სანებართვო მოწმობის
გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ
სანებართვო მოწმობის
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანართი №5
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა
მოწმობა № -------------------
გაცემის თარიღი: -------- --------------------------------- 20 ---- წელი
გაცემულია გორის მუნიციპალიტეტის მიერ.
ნებართვა გაცემულია ---- კატეგორიის ავტობუსებისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის
ნებართვის მოწმობა უფლებას აძლევს მის მფლობელს გადაიყვანოს მგზავრი შემდეგი რეგულარული მარშრიტით/მარშრუტებით: ------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მფლობელია გადამყვანი: --------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი, საიდენტიფიკაციო მონაცემები)
სანებართვო პირობები:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისა და
მძღოლების მონაცემები
მარშრუტის
№
მძღოლის სახელი და გვარი
ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი
სახელმწიფო
№
სარეგისტრაციო მოწმობის №
მძღოლის მართვის მოწმობის №
სანებართვო მოწმობა გაცემულია გორის მუნიციპალიტეტის მერის 20--- წლის --------- ---------------------- № ----------------------------- ბრძანების საფუძველზე.
სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადაა 20--- წლის --- ---------- დან 20---- წლის --- --------- მდე.
გორის მუნიციპალიტეტის მერი: ----------------------- ------------------------
(ხელმოწერა) (სახელი,გვარი)
სფს-ს რეგისტრაციის №----------------------------
დამკვეთი: გორის მუნიციპალიტეტის მერია
შემსრულებელი: „------------------------------“
დანართი №6
კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა
ხელშეკრულება №
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ
ქ. გორი „---„ „-----------------„ 20-- წელი
ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის მერის --------------------------------- სახით და მეორეს მხრივ, გადამზიდავის „------------------------------------------------------„ (შემდგომში – „გადამზიდავი“) მისი ----------------------- სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
გადამზიდავი კისრულობს ვალდებულებას გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის მომსახურების განხორციელებაზე, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით.
2. ხელშეკრულების პირობები
2.1. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია № ----------------------------- სამარშრუტო ხაზებზე ----- კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
2.2. მუშაობის დაწყება:
ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;
ზამთრის გარდა სხვა დანარჩენ პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.
2.3. მუშაობის დამთავრება:
ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;
ზამთრის გარდა სხვა დანარჩენ პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:
სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;
გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.
2.4. სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო საათების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ, ნებართვის მფლობელს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ იმუშაოს ნებართვაში აღნიშნული მარშრუტით.
2.5. ლოტში შემავალ მარშრუტზე/მარშრუტებზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობა შეადგენს ----ერთეულს, თანახმად გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებისა;
2.6. ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეადგენს ---ერთეულს.
2.7. მოძრაობის ინტერვალი განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული სამარშრუტო ხაზისათვის თანახმად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებისა;
2.8. სამუშაო დღის განმავლობაში 20:00 საათის შემდეგ დასაშვებია სამარშრუტო ხაზზე მოძრაობის ინტერვალის გაზრდა 60 წუთამდე.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები:
3.2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
3.2.1. ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;
3.2.2 მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;
3.2.3. „3.2.2“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
3.2.4 კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს; ავტობუსის შეცვლის დროს შეცვალოს ის უკეთესი ხნოვანების ავტობუსით, ვიდრე იყო შესაცვლელი ავტობუსი კონკურსის ჩატარების დღისთვის;
3.2.5 კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან/და --- კატეგორიის ავტობუსის მეპატრონესთან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში იყოლიოს ის ---- კატეგორიის ავტობუსები, რომლებმაც დააკმაყოფილეს „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი“-ს მე------ მუხლის განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა.
3.2.6 მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა-ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს ნორმატიული აქტებით მიღებულ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის №12 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესი“; ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად ნორმატიული აქტის დასახელებისა და მუხლისა, სადაც იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პირობები;
3.2.7 უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
3.2.8 დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
3.2.9 თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;
3.2.10 უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;
3.2.11 არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;
3.2.12. აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;
3.2.13. უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით).
3.2.14. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებით ან/და მათ საფუძველზე მიღებული სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნებ