1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას გორის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პროლიგრაფიულ საწარმოში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3. დამზადებული სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება პოლიგრაფიული საწარმოდან აქვს პირს, რომელსაც გააჩნია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

4. სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულშ