1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი) დადგენილი წესის შესაბამისად.

2.მოწმობის ფორმების შეკვეთა წარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (მე-5 და მე-7 მუხლები) შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3.დამზადებული სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება პოლიგრაფიული საწარმოდან აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო მინდობილობა.

4.სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულშ