1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. მონაცემები ნებართვის გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ ნებართვის გამცემს რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში.

3. რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ, ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისთვის მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის (შეცვლის, რეორგანიზაციის), ადგილსამყოფელის შესახებ;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, ნებართვის სახეობა, ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2  და M3  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებლისთვის ქულების მინიჭების წესი

გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების  მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა)   ავტობუსის ტექნიკური მონაცემები;

ბ)  საკუთრებაში ან სარგებლობაში   იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა   ფორმით აღებული ავტობუსების რაოდენობა;

გ)  სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი;

დ) მგზავრობის ფასი.

2.   საერთო   შეფასებაში   თითოეულ   კრიტერიუმს   აქვს   თავისი   ქულა   და   ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.

3.  გამარჯვებულად  ითვლება  ის  ნებართვის  მაძიებელი,  რომელიც  შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.

4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით:

S = 0.45C + 0.15L  + 0.15N + 0,25T

სადაც:

C    –  არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.45 - ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

L  –  არის საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი  ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

N   –   არის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

T     -  არის  ნებართვის  მაძიებლის  მიერ  შემოთავაზებული  მგზავრობის  ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0,25 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი.

5.   ავტობუსების    ტექნიკური     მონაცემების     შეფასების     ქულა     იანგარიშება შემდეგნაირად:

Y1 + Y2  + Y3  + . . . + Yn

C = –––––––––––––––––––––––––––––

n

სადაც:

Y1  , .... ,Yn  – არის ნებართვის მაძიებლის თითოეული შესაფასებელი ავტობუსის გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ– საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა.

n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ  შეფასებული  ავტობუსების  ლოტზე  ბოლო  კონკურსით  განსაზღვრული რაოდენობა.

თითოეული ავტობუსისათვის:

Yn = (Ayear
+Aeuro
+Atecn
)/3

სადაც:

Ayear
– არის თითოეული ავტობუსის წლოვანების  შეფასების ქულა;

Aeuro
– თითოეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობის ქულა;

Atecn
– თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასების ქულა.

6.   თითეული   ავტობუსის   წლოვანების   შეფასება   ხდება   შემდეგი   ქულების

მიხედვით:

ა) 2 წლის და ნაკლები        –    50 ქულა;

ბ) 2-დან 3 წლამდე              –    45 ქულა;

გ) 3-დან 5 წლამდე              –    40 ქულა;

დ) 5 -დან 8  წლამდე           _    35 ქულა;

ე) 8 -დან 11  წლამდე          _      30 ქულა.

ვ) 11 -დან 15  წლამდე               – 20 ქულა.

ზ) 15 წელზე მეტი                      – 0 ქულა

7. თითეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით:

ა)

შეესაბამება:

EURO –

5 სტანდარტს

–

50 ქულა;

EURO –

4 სტანდარტს

–

48 ქულა;

EURO –

3 სტანდარტს

–

43 ქულა;

EURO –

2 სტანდარტს

–

35 ქულა;

EURO –

1 სტანდარტს

–

30 ქულა;

ბ) არ შეესაბამება EURO სტანდარტს – 0 ქულა.

8.   თითეული   ავტობუსის   ტექნიკურ-საექსპლუატაციო   თვისებები   და   სხვა

მაჩვენებლები  ფასდება  ავტობუსის  კლასის,  მისი  ძირითადი  კონსტრუქციული

ელემენტების ზომების,  დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეების შესაბამისობით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესებთან და ამ წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან – ტენიკურ რეგლამენტებთან, შემდეგი ქულებით:

ა)  ავტობუსის  ტექნიკურ-საექსპლუატაციო  თვისებები  და  კლასი,  მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული  ავტობუსების კლასს და ტექნიკურ ნორმებს – 50 ქულა;

ბ)  ავტობუსის  ტექნიკურ–საექსპლუატაციო  თვისებები  და  კლასი,  მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების  სიდიდეები  ნაწილობრივ  შეესაბამება  გაეროს  ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული ავტობუსების კლასს და ტექნიკურ ნორმებს

– 35 ქულა;

გ)   არ   შეესაბამება   სტანდარტებს   და   ტექნიკურ   რეგლამენტებში   მოცემულ ნორმებს – 0 ქულა.

9. საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან  სარგებლობაში სხვა ფორმით მყოფი  ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა გაიანგარიშება შემდეგნაირად:

L = 0,7 R1     + 0,3  R2,სადაც:

R1  – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული ავტობუსების რაოდენობა,      ხოლო-ციფრი 0,7 ამ მაჩვენებლის პრიორიტეტულობის კოეფიციენტია;

R2  – არის ნებართვის მაძიებლის იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმით პირდაპირ მფლობელობაში მყოფი ავტობუსების რაოდენობა, ხოლო ციფრი - 0,3 ამ მაჩვენებლის პრიორიტეტულობის კოეფიციენტია;

10. მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა)მომსახურების  მენეჯმენტს  განახორციელებს  თანამედროვე, მაინფორმირებელი საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით - Htech
;

ბ) ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური  სპეციალისტებით  დაკომპლექტება - Xkv
;

გ) ლოჯისტიკური ბაზის გამოყენება Ylog

დ) სამგზავრო გადაყვანების სფეროში ნებართვის მაძიებლის საქმიანობის გამოცდილება -  ZE

ა) თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული  მოწყობილობებით  და  კომპიუტერული ტექნიკით – Htech
-  50 ქულა

თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით   თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობების გარეშე    – Htech
30 ქულა;

თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობების გარეშე    – Htech
0 ქულა;

ბ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომლექტებული მენეჯმენტში იგულისხმება  ნებართვის  მაძიებლის  ადმინისტრაციის, ტექნიკური  და საექსპლუატაციო სამსახურების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი საბუთები  (დიპლომი, მოწმობა, სერტიფიკატი, შრომითი სტაჟის ამონაწერი  და  სხვ.)

კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად:

1) სრულადაა დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv - 50 ქულა;

2) ნაწილობრივ არის დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv -40 ქულა;

3) არ არის დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და არ გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv -  0 ქულა;

გ) ლოჯისტიკაში იგულისხმება ნებართვის მაძიებლის მიერ მატერიალური რესურსისა და ინფორმაციის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი.

კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად:

ა)  სრულად ახორციელებს ლოჯისტიკას    –   Ylog
=50 ქულა;

ბ) ნაწილობრივ ახორციელებს ლოჯისტიკას  – Ylog
=30 ქულა;

გ) არ  ახორციელებს ლოჯისტიკას     – Ylog
= 0 ქულა;

ნებართვის    მაძიებლის    გამოცდილებაში   იგულისხმება    ნებართვის    მაძიებლის დროითი გამოცდილება სამგზავრო გადაყვანების სფეროში.

კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად:

1)  3 წლის და მეტი გამოცდილება – ZE
=50 ქულა;

2)  1–დან 3 წლამდე გამოცდილება – ZE
=30 ქულა;

3)  0–დან 1 წლამდე გამოცდილება –  ZE
=15 ქულა;

4)  0 წლის გამოცდილება –  ZE
=0 ქულა.

საბოლოოდ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების   მენეჯმენტის შეფასების ქულა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

N =     0,25Htech
+ 0, 25 Xkv
+  0,25Ylog
+  0,25ZE

4

სადაც:

Htech
_    არის თანამედროვე ტექნოლოგიებით მენეჯმენტის განხორციელების ქულა;

Xkv
-    არის    ნებართვის     მაძიებლის    ადმინისტრაციისა    და    მძღოლების კვალიფიკაციის ქულა;

Ylog
–  არის ნებართვის  მაძიებლის  მიერ  ლოჯისტიკური  ბაზის  გამოყენების ქულა;

ZE
-  არის ნებართვის მაძიებლის გამოცდილების ქულა.

11. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი  „T“  ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული ფასის შენარჩუნების მიხედვით.

მგზავრობის  ფასის  შეფასების  ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:

1.    ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა  განსაზღვრულ ლოტზე კონკურსის გამოცხადების პერიოდისათვის მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების და მისი დასაბუთებული ცვლილების  ნებართვის გამცემთან  შეთანხმების შესახებ  – T=  50 ქულა;

2. პირველი პუნქტის პირობების შეუსრულებლობისას  - T=0 ქულა;

შენიშვნა: შემოთავაზებული ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ნებართვის  გამცემთან შეთანხმებით.

12. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელსაც სამგზავრო გადაზიდვებში მუშაობის მეტი გამოცდილება (ხანდაზმულობა) გააჩნია. თუკი ამ პირობას თანაბრად აკმაყოფილებს ნებართვის ორი ან მეტი მაძიებელი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ნებართვის იმ მაძიებელს, რომელთანაც მეტი კვალიფიკაციის, გამოცდილების (პროფესიული უნარ-ჩვევების) მქონე მძღოლები არიან დასაქმებულნი.

13. კონკურსში გამარჯვებულად არ გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და თითეული ავტობუსის ტექნიკურ– საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Yn
) არის 15 ან 15-ზე ნაკლები.

14.  დაუშვებელია  მომსახურების  გასაწევად  საკონკურსო  განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება, თუ:

ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;

ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება;

გ)  გადაკეთებულია  მგზავრთა  გადასაყვან  ავტოსატრანსპორტო  საშუალებად

ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით.

15. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ:

ა)    წარმოდგენილი   საკონკურსო    განცხადება   არ    შეესაბამება    სანებართვო პირობებს;

ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

დანართი №3.1

თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსების და აღრიცხვა-ანგარიშგების წე