1.
უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ნებართვის გაცემის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში .
3.
უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:
ა)
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ფიზიკური პირისათვის - სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე;
ბ)
მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ)
სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ)
ნებართვის სახე.
4.
ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.თავი VIII
პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვი
მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
თავი I — ზოგადი ნაწილი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 36. უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 18. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
- მუხლი 20. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
- მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
- მუხლი 26. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
- მუხლი 28. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
- მუხლი 30. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
- მუხლი 31. დასკვნითი დებულება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №16, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2826552/muxli-29/