1.
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2.
ნებართვა ვადის გასვლამდე შეიძლება გაუქმებულ იქნეს:
ა)
ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ)
ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;
გ)
სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;
დ)
საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3.
ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.
5.
ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.
6.
სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.თავი VII
უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობ
მუხლი 28. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
თავი I — ზოგადი ნაწილი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
- მუხლი 28. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
- მუხლი 30. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
- მუხლი 30. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
- მუხლი 18. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისთვის. ნებართვის გაუქმება
- მუხლი 30. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. სანებართვო პირობები. ნებართვის მფლობელის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 18. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
- მუხლი 20. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
- მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
- მუხლი 26. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
- მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 30. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
- მუხლი 31. დასკვნითი დებულება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №16, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2826552/muxli-28/