1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა და ნებართვის ფასის გადახდის ვადების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენიდან სამითვის შემდეგ;
ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი გარდაცვალებისას;
გ) ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობების ნებისმიერი პუნქტის/ქვეპუნქტის შეუსრულებლობა (სამი ან მეტი დარღვევის შემთხვევაში) გამოიწვევს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის გაუქმებას;
დ) ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის ფასის გადახდის წესის და ვადების დარღვევა (იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი გაფრთხილებიდან 10 კალენდარულ დღეში არ დაფარავს დავალიანებას და არ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას) გამოიწვევს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის გაუქმებას;
ე) ნებართვის მფლობელი, რომელსაც ამავე პუნქტის „გ“ და “დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მოქმედების ვადაში გაუუქმდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაყვანის ნებართვა, ჩაითვლება არასანდო პარტნიორად და მომავალში არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის კონკურსებში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში;
ვ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გასაჩივრება არ აჩერებს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედებას.
4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.
5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.
6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემისათვის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.
თავი VII
უწყებრივი სანებართვო რეესტრი და ინფორმაციის ხელმისაწვდომო