1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობითა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ნებართვა ვადის გასვლამდე შეიძლება გაუქმებულ იქნეს:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;
გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;
დ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.
5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.
6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.
უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომო