-მოვალეობები

ნებართვის გამცემი:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცემს ნებართვას, ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის ან მისი გაუქმების შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მოთხოვნების შესაბამისად, ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად,  შეაქვს ცვლილებები სანებართვო მოწმობის ჩანაწერებში;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;

ვ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის
სქემის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;

თ) ვალდებულია განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა
;
ი) ნებართვის მფლობელის განცხადებით ან/და ნებართვის გამცემის ინიციატივით სანებართვო მოწმობების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას ახოციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური
, რის შესახებ აცნობებ
ს ნებართვის გამცემს, ქალაქ ქუთაისის მერ