ნებართვის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;

დ) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ე) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;

ვ) ნებართვის გამცემის მოვალეობაა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სადისპეჩერო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში;

ზ) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად 6 (ექვსი) თვეში ერთხელ ახორციელებს კონკურსის წესის თანახმად გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების (ნებართვის მფლობელების) ავტოპარკის ტექნიკურ დათვალიერებას;

თ) ნებართვის მფლობელს ერთი თვით ადრე უგზავნის გაფრთხილებას მოსალოდნელი დათვალიერების შესახებ;

ი) უფლებამოსილია დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ექსპლუატაციისათვის უვარგისი ავტობუსები მოხსნას სამარშრუტო ხაზიდან (გადამზიდავებს არ ექნებათ უფლება ამ ავტობუსებით განახორციელონ მომსახურება);

კ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას მოქმედებს წინამდებარე წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების  შესაბამისად;

ლ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;

მ) ვალდებულია განსაზღვროს ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობ