ნებართვის გამცემი :
ა)
საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცემს ნებართვას, ან აუქმებს მას;
ბ)
აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
გ)
გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, ან მისი გაუქმების შესახებ;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მოთხოვნების შესაბამისად ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შეაქვს ცვლილებები სანებართვო მოწმობის ჩანაწერებში.
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;
ზ)
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
თ)
ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის სქემის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;
ი)
ვალდებულია განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა.
კ)
ნებართვის მფლობელის განცხადებით ან/და ნებართვის გამცემის ინციატივით სანებართვო მოწმობების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას ახოციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით შესაბამისი სტრუქტურული ერთეული
მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება–მოვალეობები
თავი I — ზოგადი ნაწილი
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. კონკურსის ჩატარება
- მუხლი 9. არშემდგარი კონკურსი
- მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება
- მუხლი 13. ნებართვის გაცემა
- მუხლი 14. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
- მუხლი 16. სანებართვო პირობები. ნებართვის მფლობელის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 18. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
- მუხლი 20. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
- მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
- მუხლი 26. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
- მუხლი 28. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №16, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2826552/muxli-17/